Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავას და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ემუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილების დანართ N2– ის საფუძველზე ვბრძანებ: 1.გამოცხადდეს კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებისა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის; 2.გამოცხადდეს კონკურსი დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის; 3. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. განაცხადი; 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. სტუდენტის სასწავლო ბარათი; 4. პროფესორის 1 რეკომენდაცია; 5. სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; 6. სიგელები(არსებობის შემთხვევაში); 7. სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში); 8. ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ; 4. საკონკურსო დოკუმენტაცია მიღება განხორციელდეს ელექტრონულად(e-mail: social@tsu.ge) 2020 წლის 22 ივლისიდან 2020 წლის 25 ივლისის 17 საათის ჩათვლით; 5. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:  ვალერიან მელიქიძე – დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი(კომისიის თავჯდომარე)  სალომე დუნდუა - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი  ელენე გელაშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი  მედეა უშარაული - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი 6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების განთავსება და დაინტრესებლ პირთათვის გაცნობა. 7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე